ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება

ვლადიმერ პუტინი დღეს ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დღეს საღამოს შეხვდება, ხოლო ოფიციალური ვიზიტი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია შედგება და ხვალ ოფიციალური ვიზიტისთვის მთელი დღე იქნება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა