„Air Baltic“-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

„ბათუმი - ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ - ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია „Air Baltic“-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე, ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე.

„არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტერესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, - ნათქვამია სტატიაში.

ინფორმაციის თანახმად, სტატიას მკითხველი საბორტო ჟურნალის მაისი-ივლისის ნომრებში გაეცნობა.

„ავიაკომპანია „Air Baltic“ 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ჟურნალი „Baltic Outlook“ მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300 000 მგზავრი ეცნობა. საიმიჯო სტატიის გამოქვეყნება იგეგმება ავიაკომპანია „Wizz Air“ -ის საბორტო ჟურნალებშიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო