ფინანსთა სამინისტრო - ღია ბიუჯეტის ინდექსში - 2023 საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.

„ღია ბიუჯეტის ინდექსი, ასევე, აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.

  • ბიუჯეტის გამჭვირვალობა - 87 ქულა (100 ქულიდან)
  • ბიუჯეტის ზედამხედველობა - 83 ქულა (100 ქულიდან);
  • მოქალაქეთა ჩართულობა - 44 ქულა (100 ქულიდან)

ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით 2021 წლის კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესია. შეფასება 74 ქულიდან გაიზარდა 83 ქულამდე, ხოლო რეიტინგით საქართველომ 21-ე ადგილიდან მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.

2012 წლიდან საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით შეზღუდული გამჭვირვალობის ქვეყნების ჯგუფიდან, 2017 წლისთვის გადაინაცვლა მოწინავე - სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაცია არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით ახორციელებს გამჭვირვალობის შეფასებას მთელს მსოფლიოში, რომლის ფარგლებშიც ყურადღება ექცევა შემდეგ მიმართულებებს: ბიუჯეტის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა და ბიუჯეტის ზედამხედველობა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის