კახა კალაძე - წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელზე მუშაობაც ზაფხულში დასრულდება - საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირისკენ მიმავალ  გზაზე, მერე ბურთი იქნება მათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით

წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც, ძალიან მალე, უკვე ზაფხულში დასრულებული [იქნება მუშაობა] და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი. ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

კალაძის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია პარლამენტში უმრავლესობა „ქართული ოცნების“დეპუტატების სახით.

მისვე განმარტებით, უმრავლესობის პირდაპირი მოვალეობაა მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ქვეყნის მომავალს და ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას და აღმშენებლობას.

„შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უცხოეთიდან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა - „იმიტომ“. ახლაც მზად ვართ, თუ ვინმეს უნდა აქვს რაიმე კონკრეტული [პოზიცია] წარმოადგინონ, აღნიშნული კანონი რატომ არის პრობლემური შინაარსობრივად, რატომ, შეიძლება ზოგადად გამჭვირვალობა პრობლემა იყოს, ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს და ა.შ. გაუგებარია. თუმცა, ჩვენ წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, უკვე ზაფხულში დასრულებული და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი და ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით”, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის