გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში შეეზღუდებათ.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ნაოზა, მუხრანი, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ჭურჭელაურები, გოჯიაანები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა