სემეკმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას მოიცავს.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წელი კომისიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, აღსანიშნავია წამყვანი საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების მიერ სემეკისთვის მინიჭებული მანდატი, 2026 წელს ენერგეტიკის რეგულირების ენერგეტიკული ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ.

დავით ნარმანიამ ისაუბრა სემეკის სატარიფო პოლიტიკაზე. მან აღნიშნა, რომ 2023 წელს სემეკმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.

„2023 წელს კიდევ უფრო გაიზარდა სემეკის როლი რეგულირების თვალსაზრისითაც. კომისიის რეგულირების სფეროს მელიორაციის სექტორი დაემატა. სემეკმა აქტიურად დაიწყო მუშაობა მელიორაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაზე, დამტკიცდა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, ასევე სატარიფო მეთოდოლოგია.

სემეკის სტრატეგიული მიზანია როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მდგრადი, მარეგულირებელი გარემოს მუდმივი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა რეგულირებადი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგი, კვლავ დაფიქსირდა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რის გამოც, გარდა კონკრეტული დავალებებისა, კომპანიებს დაეკისრათ სანქციები. ამასთანავე, კომისიის გადაწყვეტილებებით, 2023 წელს მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში - 3 მილიონ ლარზე მეტი, ასევე მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო, კომპანიებმა მომხმარებლებზე გასცეს 1 მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, კომისია განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დავით ნარმანიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის როლზე, რომლის ეგიდითაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტები როგორც სექტორში დასაქმებულთათვის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ცოდნის დონის ამაღლებას, ქალთა გააქტიურებას ენერგეტიკის სექტორში.

აღნიშნულ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე:

https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო