ნინო წილოსანი ეუთო/ოდირის დასკვნაზე - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა

ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია.

„საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას“ და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია“, - აღნიშნავს წილოსანი.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე