ცელიაკია – ავიმაღლოთ ცნობიერება გლუტენის აუტანლობაზე

ცელიაკია, იგივე გლუტენური ენტეროპათია, XXI საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მსოფლიოში 100-დან 1 ადამიანს უვითარდება ცელიაკია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 13%-ს ამ პათოლოგიის უფრო მსუბუქი, „ფარული“ ფორმა აქვს. ცელიაკია საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში ვლინდება, უმთავრესად ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს და ცილა გლუტენის აუტანლობითაა გამოწვეული. ბოლო წლების განმავლობაში, დაავადების შემთხვევები მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, ცელიაკია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გენეტიკურად განსაზღვრულ დაავადებად არის მიჩნეული.

გლუტენს ძირითადად პურ-ფუნთუშეული, ფქვილი, შვრია, ხორბალი, ქერი, მაკარონი და სხვა მსგავსი სახეობის პროდუქტები შეიცავს. გლუტენის აუტანლობის მქონე ორგანიზმის იმუნური სისტემა ზეაქტიური ხდება საკვებით მიღებული გლუტენის მიმართ, ირთვება აუტოიმუნური რეაქციები და ზიანდება ნაწლავის ხაოები – ნაწლავის ლორწოვანის წანაზარდები, რომლებიც აუცილებელია ნაწლავის შემწოვი ზედაპირის ფართობის გაზრდისთვის და საკვები ნივთიერებების ათვისებისთვის. ამის გამო, ხშირად ვითარდება ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, აღნიშნულმა კი შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას ადამიანს და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესოს.

ცელიაკია შესაძლოა განვითარდეს როგორც ბავშვობის ასაკიდან, ისე ზრდასრულებშიც. დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია: მუცლის შებერილობა და ტკივილი, შეკრულობა, დიარეა, გულისრევა და ღებინება, ქრონიკული სისუსტე, წონის დეფიციტი და ა.შ.

მიუხედავად ცელიაკიის არცთუ იშვიათი შემთხვევებისა, დაავადების შესახებ მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მაისი ცელიაკიის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ, 16 მაისი კი – ცელიაკიის საერთაშორისო დღედაა აღიარებული. ეს დღე თბილისში წელს მეორედ აღინიშნა. საქართველოს ცელიაკიის ეროვნულმა ასოციაციამ მიმდინარე თვეში რამდენიმე მნიშვნელოვანი კამპანია წამოიწყო. ერთ-ერთი ღონისძიება „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ 16 მაისს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, GM PHARMA-მ ბავშვებს საჩუქრად D3 ვიტამინის შემცველი პროდუქტი – დეტრივიტი ჟელი გადასცა, რომელიც ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი ვიტამინია. ამასთან, GM PHARMA გახლავთ 2024 წლის ივნისში დაგეგმილი მთავარი ღონისძიების – ცელიაკიის მეორე საერთაშორისო კონგრესის ოქროს სპონსორიც. GM PHARMA-ს მხარდაჭერით, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია საშუალო სკოლებში ვიზიტებსა და მშობლებთან შეხვედრებს გეგმავს.

GM PHARMA საქართველოს ბაზარზე 140-ზე მეტი ბრენდითა და 230-ზე მეტი გამოშვების ფორმითაა წარმოდგენილი და სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს მოიცავს, ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების ჩათვლით.

ცელიაკიის მართვის მთავარ პრინციპს საკვები რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღება და ასევე, იმ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის აღმოფხვრა წარმოადგენს, რომელთა ათვისებაც ორგანიზმში შეფერხებულია. GM PHARMA ცელიაკიის მქონე პაციენტებს გლუტენის გარეშე საკვები დანამატების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მიღება მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობისას, განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე, როდესაც ორგანიზმს ვიტამინების/მინერალების აბსორბციის უნარი სრულად აქვს დაკარგული.

GM PHARMA-ს გერმანული წარმოების საკვები დანამატები არ შეიცავს გლუტენს და განკუთვნილია როგორც ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

D3 ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები – D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად და საპროფილაქტიკოდ:

  • დეტრივიტი დროპსი – 30 მლ (ვიტამინი D3, 1 მლ/400 სე)
  • დეტრივიტი ჟელი – ჟელი №50 (ვიტამინი D3 400 სე)
  • დეტრივიტი – კაფს. №60 (ვიტამინი D3 1000 სე)
  • დეტრივიტი – კაფს. №30 (ვიტამინი D3 2000 სე)
  • დეტრივიტი ფორტე – კაფს. №30 (ვიტამინი D3 5000 სე)
  • დეტრივიტი მაქსი – კაფს. №30 (ვიტამინი D3 10 000 სე)

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის მედეგობას ინფექციური დაავადებების, გაციებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ, ზრდის კონცენტრაციის უნარსა და შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას, არეგულირებს ქოლესტერინის ცვლას:

  • ომესამი ჟელი – ჟელიბონი №50 (ALA 65 მგ / ვიტამინი C 10 მგ / ვიტამინი D3 80 სე / ვიტამინი E 1.2 მგ)
  • ომესამი ჯუნიორი – საღეჭი კაფს. №20 (ომეგა-3 868 მგ: 250 მგ DHA / 82 მგ EPA)
  • ომესამი – კაფს. №20 (ომეგა-3 1000 მგ: 18% EPA / 12% DHA)
  • ომესამი D3 – კაფს. №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 1000 სე)
  • ომესამი D3 – კაფს. №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 2000 სე)
  • ომესამი D3 – კაფს. №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 5000 სე)
  • ომესამი კარდიო – კაფს. №20 (ომეგა-3 1000 მგ: 70% EPA / 10% DHA)

ასევე, სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ჟელი-ვიტი – ჟელიბონი №50 – ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის დასარეგულირებლად.

ასე რომ, კომპანია GM PHARMA-ს თავისი მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი შეაქვს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში, მოსახლეობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და არ ცვლის კომპანიის მისიას - „ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო