„ევროპელი დემოკრატები“  - კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ოპოზიციურ პარტიაზე ძალადობრივი თავდასხმები არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციის დაკარგვას გამოიწვევს

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზებით ზემოქმედება პოლიტიკურ პარტიაზე, ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში და აზიანებს ქვეყანას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმის თაობაზე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, გარემოს კიდევ უფრო დაძაბავს.

„ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე კიდევ უფრო დაძაბავს გარემოს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, გამოიწვევს არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებს, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს შეკითხვები ჩვენს პარტნიორებში გამჭვირვალობის კანონის მიღების, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო. ამ ფონზე ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაზე გამოიწვევს მთლიანად არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციის დაკარგვას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს გონიერება და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ გამოძიება, მკაცრად დაისაჯოს და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც ახორციელებს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, რაც ქვეყანას უქმნის პრობლემებს მნიშვნელოვანი არჩევნების წინ“, - ნათქვამია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის