„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „სტრადა მოტორსი“ გაფართოვდა

“საქართველოს ბანკი”, ბიზნესების გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „სტრადა მოტორსი“ ფართოვდება. ახალი სერვის ცენტრი ბელიაშვილის #191-ში გაიხსნა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია. „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი სერვის ცენტრის მშენებლობას, დანადგარების შესყიდვასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას მოხმარდა.

„ახალი სერვის ცენტრი 1500 კვ.მ ფართობზე აშენდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, უახლესი დიზაინით მოწყობილ სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს. მათ შორის, ავტომობილის მომსახურების ზონებს, მიმღებ განყოფილებას, საპარკინგე ტერიტორიას, კომფორტულ მოსაცდელს, შეხვედრების ოთახს, აქსესუარებისა და ავტონაწილების განყოფილებას, ტერასას, კაფესა და სხვა სივრცეებს.

კომპანია „სტრადა მოტორსი“ მსოფლიო ავტობრენდების FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM - ის და ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. ის 2010 წელს შეიქმნა და წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად ჩამოყალიბდა. ჩვენ ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით. წლების მანძილზე, „სტრადა ჯგუფის“ განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2011 წელს „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი ცენტრი ავაშენეთ, 2014-2016 წლებში კომპანია Jeep-ისა და Alfa Romeo-ს ექსკლუზიური დილერი გავხდით, 2023 წელს დავიმატეთ ამერიკული Dodge და RAM, ხოლო მიმდინარე წელს საქართველოში Chevrolet-ის ოფიციალური დილერები გავხდით. ახლახან, ახალი სერვის ცენტრი გავხსენით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ FIAT - ის, Jeep - ის, Alfa Romeo-ს, Dodge-ისა და RAM-ის ბრენდის ავტომობილების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ. სამომავლოდ მომხმარებლებს არაერთ სიახლეს ვპირდებით, ვგეგმავთ Chevrolet-ი ოფიციალურ პრეზენტაციას. ასევე, ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, FIAT-ის , Alfa Romeo-ს , Jeep-ის , Dodge-ისა და RAM-ის ახალი შოურუმის მშენებლობის პროექტზე“, - განაცხადა „სტრადა მოტორსის“ დირექტორმა, ზურაბ გვაზავამ.

“საქართველოს ბანკისთვის“ ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვერდით დავუდგეთ ბიზნესს, მივცეთ მათ ახალი შესაძლებლობები საინტერესო პროექტების განსახორციელებლად და უკვე არსებულის განსავითარებლად. „სტრადა მოტორსთან“ წლებია ვპარტნიორობთ, არამხოლოდ ფინანსური რესურსითა და საბრუნავი საშუალებების დაფინანსების კუთხით, არამედ ქონსალთინგისა და მარკეტინგული მიმართულებითაც. კომპანიამ, ქართულ ბაზარზე, წლების განმავლობაში როგორც სანდრო, ხარისხიანმა და წარმატებულმა კომპანიამ დაიმკვიდრა თავი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც წლიდან-წლამდე კომპანიის ამგვარ განვითარებას და გაძლიერებას ვხედავთ. ამჯერად, „სტარდა მოტორსმა“ ახალი, კომფორტული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილის სრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია სამომავლოდ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის