„საქართველოს ბანკი“, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და Visa რეგიონულ ბიზნესებს გაციფრულებაში ეხმარებიან

„საქართველოს ბანკი“, როგორც რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან პროექტ Go Digital-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესების საქმიანობის გაციფრულების, ონლაინ სისტემების დანერგვის და ფინანსური პროცესების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიების მფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ 6 თვის განმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურება რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურება ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურება სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის

გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:

  • ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;
  • ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾;
  • ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.

სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

„საქართველოს ბანკი“ მხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიც რეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსი მენეჯერი ოლღა ნაკაშიძე.

„ბიზნესების გაციფრულება და მათი სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფა Visa-ს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას საქართველოში, პროექტ Go Digital-ის ფარგლებში. Visa, როგორც მოწინავე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად ყველგან და ყველასთვის. მჯერა, საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი როლი ქვეყნის უნაღდო და ციფრული მომავლის შექმნაში უდიდესია“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულების ხელშეწყობით USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ საწარმოების წვდომა ინოვაციებზე და გაუხსნას მათ ბაზრის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ თემებში არსებული საწარმოების ზრდას და შესაბამისად, თემების ეკონომიკურ გაძლიერებას“, - აცხადებენ პროგრამაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტში ჩართვისთვის ესტუმრეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და – ციფრული ტერმინალი.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024