ჯიპიაის, Mastercard-ის და ლიბერთის ერთობლივი ინოვაციური სერვისი

მიიღე სადაზღვევო ანაზღაურება მომენტალურად - დღეიდან, მომხმარებლები კიდევ ერთი ინოვაციური სერვისით ისარგებლებენ, რომელსაც Mastercard, ჯიპიაი და ლიბერთი ერთობლივად განახორციელებენ. პირველად, ქართულ ბაზარზე, სადაზღვევო ანაზღაურების ინოვაციური სერვისი დაინერგა, რომელიც საბანკო ბარათზე, ნებისმიერი ტიპის ანაზღაურების მომენტალურ ასახვას გულისხმობს.

დღემდე, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ზარალის ანაზღაურება სტანდარტულად, გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშზე ხორციელდებოდა.,ახალი ინიციატივა კი მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გამოცდილების შეთავაზებას ითვალისწინებს.აღნიშნული სერვისით, ჯიპიაის სხვადასხვა სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე პირებს საშუალება ექნებათ აირჩიონ დამახსოვრებული ბარათი ან შეიყვანონ ახლის მონაცემები, რომელზეც ასანაზღაურებელი თანხა მომენტალურად აისახება.

ამასთანავე, Mastercard-ის მომხმარებლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და თანხის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. ლიბერთი, როგორც ორივე კომპანიის სანდო პარტნიორი, საბანკო პროცესის სრულ გამართულობას უზრუნველყოფს.

“Mastercard, როგორც გლობალური ლიდერი ფინანსების, ტექნოლოგიებისა და საგადახდო პროცესების ინოვაციური გადაწყვეტების მიმართულებით, მუდმივად უჭერს მხარს ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქციის მაქსიმალურად გამარტივებასა და მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, Mastercard-ის მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი ინოვაციური გადაწყვეტის შეთავაზების საშუალება მოგვეცა”­, - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის გენერალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში.

„ციფრული განვითარება და სადაზღვევო სერვისების გამარტივება ჯიპიაის ბიზნეს სტრატეგიის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული სერვისები დავნერგოთ. მომენტალური ანაზღაურება ინოვაციური სერვისია, რომელსაც ლიბერთისთან ერთად მასტერქარდის დახმარებით ვნერგავთ. იმისთვის რომ ანაზღაურების მიღების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს. მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევისას ზარალის დარეგულირების შემდეგ, თუ ექიმთან ვიზიტის დროს, დაზღვეული უბრალოდ დაამატებს ბარათს, რომელზეც სურს თანხა ჩაერიცხოს, 500 ლარამდე თანხას იმავე წამს აინაზღაურებს და სურვილისამბერ განკარგავს“­, - გიორგი მურველაშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტების განვითარების მენეჯერი.

,,ლიბერთი, როგორც მომხმარებლებისთვის სერვისების სწრაფ და მარტივ მიწოდებაზე ორიენტირებული ბანკი ყოველთვის მხარს უჭერს ინოვაციური პროდუქტების განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორ კომპანიებთან ერთად შევძელით მომხმარებლისთვის ინოვაციური მომსახურების შეთავაზება, რაც გულისხმობს დაზღვევის ანაზღაურების თანხების ბარათზე მყისიერ ასახვას. მომსახურება უნიკალურია იმით, რომ თუ აქამდე მსგავსი თანხის მომხმარებელთან ჩარიცხვის ვადები დამოკიდებული იყო სამუშაო დღეებსა და საათებზე, აღნიშნული მომსახურებით თანხის ბარათზე ასახვა ხდება მომენტალურად. მადლობას ვუხდი ამ პროექტში როგორც პარტნიორების, ასევე ჩვენი მხრიდან ჩართულ ყველა გუნდს”, - მარიკა ბუბუტეიშვილი, ლიბერთის მერჩანტების ქსელის განვითარების განყოფილების უფროსი.

სერვისით სარგებლობა სამედიცინო და არასამედიცინო ზარალების ანაზღაურების ნაწილში უკვე შესაძლებელია. დაამატეთ Mastercard-ის ბარათი თქვენს პირად ანგარიშზე და მიიღეთ ანაზღაურება მომენტალურად, საკომისიოს გარეშე.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

ჯიპიაი ჰოლდინგისშესახებ : „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. 2023 წლის მონაცემებით ჯიპიაი სრული სადაზღვევო ბაზრის 19,23% -ს ფლობს. კომპანია ლიდერია, როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. ჯიპიაი საქართველოს ყველა რეგიონში 250 000 -ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2006 წლიდან, ევროპის უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო