ოლაფ შოლცი დეპორტაციაზე - ეროვნული უსაფრთხოება გადაწონოს თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს

ზიზღს იწვევს, როცა ვიღაც, ვინც გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს, დანაშაულს ჩაიდენს, ასეთი პირები უნდა დეპორტირდნენ, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ მწვავე განხილვის საკითხია, უნდა განაახლოს თუ არა გერმანიამ დეპორტაცია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავღანეთი და სირია. მემარცხენეები წინააღმდეგი არიან, ხოლო მემარჯვენეები დეპორტაციის საკითხის განხილვას ეთანხმებიან.

შოლცმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს კანონებს, რომელიც გერმანიას დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების იმ ქვეყნებში სწრაფი დეპორტაციის შესაძლებლობას მისცემს, რომლებიც მანამდე არაუსაფრთხო ქვეყნებად ითვლებოდა.

„ეროვნული უსაფრთხოება გადაწონის თავშესაფრის ცალკეული მაძიებლის უფლებებს“, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა პოლიციელების რაოდენობის ზრდის აუცილებლობას და პირობა დადო, რომ ისლამისტებსა და ანტისემიტებს გერმანული პასპორტების გაცემაზე უარს ეტყვიან.

ამასთან, მისი თქმით, როდესაც საქმე ასეთი პირენის დეპორტაციას შეეხება, მათ მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოიჩენენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის