კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მონაცემებზე - ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს

ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს.

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში.

სიმართლე არის ერთი - საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით წინ, ვიდრე ის ქვეყნები - თუნდაც მოლდოვა, უკრაინა, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველო დაჩაგრეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღესაც ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წინ და მზადაა იმისთვის, რომ ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის მთლიანად შესრულებული იყოს; ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, თუმცა აქაც მგონია, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რასაც ვხედავთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა