ავთანდილ ცინცაძე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა

მეორე დღეა დედაქალაქი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ მასპინძლობს, რომელშიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის სპიკერები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომების გაზიარების და ახალი იდეების გააზრების ეფექტიანი პლატფორმაა, რომელიც ქმნის თანამშრომლობის ჩამოყალიბების და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას.

სესია „ჯანსაღი ცხოვრების წესი: ვარჯიში, დასვენება, სწორი კვება“ თბილისის საკრებულოს წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ გახსნა.

მან საუბარი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის საქმეში მუნიციპალიტეტის როლით დაიწყო.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, ახალი თაობისთვის მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯს დგამს. დღეს ჩვენ ვიბრუნებთ წინა ხელისუფლების მიერ საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად გასხვისებულ სპორტულ მოედნებს და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურად ვაქცევთ.

ვაშენებთ მულტიფუნქციურ ცენტრებს. ყველა ახალ თუ რეაბილიტირებულ პარკსა და სკვერში სატრენაჟორო ზონები ეწყობა. მუნიციპალიტეტი აფინანსებს სხვადასხვა სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროგრამებს. ხელს უწყობს როგორც მასობრივი, ასევე, პროფესიონალური სპორტის განვითარებას - ეხმარება ფედერაციებს და აფინანსებს წარმატებულ სპორტსმენებს”, -განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მან, ასევე ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცნობილი სპორტსმენების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფიზიკური აქტივობა, დარბაზებში თუ გარე სივრცეში ვარჯიში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამაში ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაც არის იმ სახელოვან სპორტსმენებთან, მედიკოსებთან, მწვრთნელებთან, ფიტნესის ინსტრუქტორებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია