„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით, ღონისძიება „AI და სტარტაპები“ ჩატარდება

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობა გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით და ასოციაციის ორგანიზებით, 9 ივნისს, 13:00 საათზე, შეხვედრა - „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დაგროვებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიება საინტერესო იქნება მომავალი და მოქმედი სტარტაპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და ინჟინრების, სტუდენტებისა თუ სხვა პირებისთვის, ვისაც AI და ინოვაციები აინტერესებს.

ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რა არის AI სტარტაპი; როგორ ქმნის ღირებულებას AI სტარტაპი; რა პროგრამები და შესაძლებლობები არსებობს ახალი AI სტარტაპებისთვის; რა აინტერესებთ ინვესტორებს AI სტარტაპისგან; როგორია გლობალური AI სტარტაპების ტრენდები.

ღონისძიების სპიკერები არიან ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებებით მუშაობენ. ამასთან, თავად ქმნიან სტარტაპებს ან ეხმარებიან სხვებს განვითარებაში.

ღონისძიებაზე დრო დაეთმობა იდეების გაცვლის სესიასაც, რომლის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები ან მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაცია დარგის სპეციალისტისგან.

„მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემაში AI სტარტაპებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამიტომ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „ხელოვნური ინტელექტი და სტარტაპები“. ჩვენი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და სტიმული მივცეთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს, იპოვონ თანამოაზრეები და საკუთარი იდეები რეალობად აქციონ. ჩვენ მომავალშიც არაერთ ღონისძიებას შევთავაზებთ როგორც ტექნოლოგიებით, ისე სტარტაპერობით დაინტერესებულ ადამიანებს“, - ამბობს "საქართველოს ბანკის" მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.

შეხვედრა გაიმართება თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რუსთაველის 7 ნომერში. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024