ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები

ჯანსაღი ცხოვრების წესს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს. მოწოდებების მიუხედავად, „ვიცხოვროთ ჯანსაღად“, რეალობაში არცთუ მარტივი განსახორციელებელია. ხშირ შემთხვევაში, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ვერ ვახერხებთ, არასწორი საკვები რაციონი, ცხოვრების აჩქარებული ტემპი, პასიური საოფისე გარემო, ხანგრძლივად ჯდომა და დგომა, ქვედა კიდურების ვენური სისტემისთვის საზიანოა და შესაძლოა, არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა გამოიწვიოს. ვენური დაავადებები განსაკუთრებით ზაფხულში პროგრესირებს. თანამედროვე რეალობაში, ცხოვრების პირობების გარდა, ვენური დაავადებების მაპროვოცირებელი მაღალი ტემპერატურაც გახლავთ. კერძოდ, სხეულის ხშირი გადახურება – ცხელი აბაზანა, გარუჯვა და სხვა. შესაბამისად, წელიწადის ეს სასიამოვნო დრო, ზოგიერთისთვის პრობლემების მიზეზიც ხდება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ქრონიკული ვენური დაავადების რისკ-ფაქტორებია: ასაკი და სქესი, ჭარბი წონა, სიმძიმეების აწევა, ჰორმონული პრეპარატების, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაც. შესაბამისად, ქრონიკულ ვენურ დაავადებას, ზრდასრულ მოსახლეობაში, მაღალი გავრცელება აქვს და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან შემცირებასთან და შრომისუნარიანობის დაქვეითებასთან ასოცირდება. დაავადება პროგრესირებადია და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, დროული მკურნალობა სჭირდება.

ქრონიკული ვენური დაავადების დროს, ვენური კედელი კარგავს ტონუსს, დუნდება და ფართოვდება. ზიანდება ვენური სარქველები, რომლის ფუნქციის მოშლა ქვედა კიდურებიდან გულის მიმართულებით სისხლის მიდინებას აფერხებს და ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბებას განაპირობებს. მაგალითად, ფეხზე ხანგრძლივად დგომის და სიარულის დროს, სისხლის ნაკადის გარკვეული ნაწილი არა გულისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით მიედინება. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს ფუნქციური დარღვევები, რომლებიც შეშუპებას, კანის ფერის ცვლილებას და შორსწასული ფორმების დროს, ტროფიკული წყლულების წარმოქმნასაც კი იწვევს.

დაავადება, როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გარემო ტემპერატურის მატებისთანავე მწვავდება და გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: წვის, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებით ქვედა კიდურებში, ღამის კრუნჩხვებით, ტკივილითა და ქვედა კიდურების შეშუპებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება, რათა პირველივე სიმპტომებიდანვე დაიწყოს მკურნალობა და დაავადების პროგრესირების პრევენცია.

ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია, თუმცა, მაპროვოცირებელ ფაქტორებზე ზეგავლენით, შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება.

თანამედროვე მედიცინაში ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ და/ან საპრევენციოდ შემდეგი მიდგომები არსებობს: მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა. იმ პროფესიის წარმომადგენელთათვის, რომელთაც ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა უწევთ – სასურველია ყოველ 20-30 წუთში შეიცვალონ პოზა. აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლისა და თამბაქოსგან თავის შეკავება, ჯანსაღი საკვები პროდუქციის მიღება, თუმცა ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, მხოლოდ პრევენციული ღონისძიებები არაა საკმარისი. ცხოვრების სტილის შეცვლასთან ერთად, ვენოტონური და ანგიოპროტექტული მედიკამენტების კომბინირებული მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია.

ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია ფლავონოიდები. მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება მსოფლიოშია აღიარებული. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ტურბომიკრონ G, რომლის ტაბლეტები მიკრონიზაციის უნიკალური მეთოდით არის დამზადებული, რაც მედიკამენტის მაღალ ბიოშეღწევადობასა და ეფექტურობას გულისხმობს.

ტურბომიკრონ G – მიკრონიზებული ვენოტონური პრეპარატი ესპანეთიდან – მოგიხსნით სიმძიმეს, შეშუპებას, ტკივილისა და წვის შეგრძნებას ქვედა კიდურებში და გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.

შემაწუხებელი სიმპტომების მაქსიმალურად შესამცირებლად, პერორალური თერაპიის პარალელურად, სასურველია პაციენტებმა გელის ფორმულირებებიც გამოიყენონ, მაგალითად ტურბო გელი, რომელიც მცენარეული კომპონენტების შემცველი ადგილობრივად გამოსაყენებელი პროდუქტია.

ტურბომიკრონ G – ვენური დაავადებების დროს რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტი – 1 ტაბლეტი სადილის დროს და 1 ტაბლეტი ვახშმისას.

ტურბო გელი – გამოიყენება ადგილობრივად ქვედა კიდურებზე, კანის დაუზიანებელ ზედაპირზე. პრეპარატის თხელი ფენა დაიტანეთ კანის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) და უკეთესი შეწოვისთვის მსუბუქად შეიზილეთ. დამუშავებული ზედაპირი მოარიდეთ მზის სხივებს.

ორივე პრეპარატის – ტურბომიკრონ G და ტურბო გელი – გამოყენება რეკომენდებულია ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. გააქტიურე ტურბო და დაივიწყეთ ვენური პრობლემები!

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი