კობა კობალაძემ პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კობა კობალაძემ, სტუმარს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული, მაღალი რანგის შეხვედრების შესახებ ესაუბრა; მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) საქართველოს ვეტერანების მიმართ ახორციელებს.

კობა კობალაძე, ჯოზეფ ბილბოს ვრცლად ესაუბრა, ასევე,ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით განხორციელებულ პროექტებზე და განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება, სამსახურისთვის ძალიან ფასეულია. საუბარი შეეხო გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიერ და მაღალმთიან აჭარაში, ადგილობრივ ვეტერანთა მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ სამუშაოებს, რომელთა შედეგიც, დღეს, უკვე სახეზე გვაქვს. ეს კი, სამსახურსაც და ვეტერანებსაც, მეტ მოტივაციას აძლევს, რათა უფრო მეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რაშიც, საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ აღნიშნა, რომ იგი, შეეცდება, ამერიკელი ომის ვეტერანი ფერმერები ქართველ ვეტერანებს დააკავშიროს და სამომავლოდ, სამსახურთან ერთად, შემუშავდეს გაცვლითი პროგრამები, რაც აგრარულ სექტორში დასაქმებული ქართველი ვეტერანებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ, კობა კობალაძეს, გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, ქართველი ვეტერანების თანადგომასა და მხარდაჭერას, კვლავ გააგრძელებს და მეგობრული ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა