ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს.

ამას “საჰაერო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

პროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ალკოტესტის აპარატის მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ განხორციელდება.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, პროექტის მიღების შედეგად ინსპექტირების პროცესი დაიხვეწება, რაც ფრენის უსაფრთხოებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს