სახალხო დამცველი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან კლინიკა „ვივამედში“ პატიმრები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი. რა თქმა უნდა, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და მასაც ვესაუბრე. მინიმუმ, წელიწადში ერთხელ, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მივდივარ და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, შესაბამისად ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ასე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორიც დამხვდა, დღეს ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირის საუბარი არ ყოფილა. ეს არ არის არც ჩემი და არც კლინიკის კომპეტენცია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მის გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

მოკლე შეხვედრა იყო, ძირითადად მადლობა გადაგვიხდა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებდით მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდიდით ამის შესახებ ინფორმაციას. ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც არის გასაკეთებელი არამხოლოდ მის მიმართ, ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩემთან მას არ გაუჟღერებია, მათ შორის არც ექიმების მიმართ. სხვა პატიმრებს, ვისაც ვესაუბრე, მათ არაფერი კრიტიკული არ გამოუთქვამთ. მაგრამ თვითონ პროცესი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში დროულად გადაყვანის, ანგარიშშიც ვწერთ, რომ ხშირად დროში იწელება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის