მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ჩამოშლილია - ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც

„ნაციონალური მოძრაობა“, ტელეპროდუქტი, ის უკვე წლებია, ჩამოშლილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პარტია უბრალოდ, სატელევიზიო სივრცეში არსებობს.

„და იქიდან ასაზრდოებს თავის ამომრჩეველს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ე.წ. ხუთიანის ფაქტორი მუშაობს. რა თქმა უნდა, ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც, იმიტომ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიულ სიებს უკავშირდებოდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა