ორმაგ ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული ერთადერთი ლუქს ბრენდი მსოფლიოში, „რექსალაინი“ უკვე საქართველოშია

სილამაზის სფეროში ახალი ერა იწყება. ფრანგული კოსმეტიკური ლუქს ბრენდი Rexaline უკვე საქართველოშია. ბრენდის წარდგენა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებისთვის 27 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორში“ მოხდა.

რექსალაინის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. სწორედ რექსალაინის ლაბორატორიაში, ფლორიდელ მკვლევრებთან ერთად, 5-წლიანი კვლევების შედეგად აღმოჩენილ იქნა ჰიალურონის მჟავას ახალი ტიპი, ე.წ. RX Refill extreme კომპლექსი, რომელიც ჩვეულებრივ ჰიალურონის მჟავაზე 15-ჯერ ღრმად აღწევს კანში და უზრუნველყოფს 50%-ით მეტ დატენიანებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჰიალურონის მჟავის კომპლექსი. ლაბორატორიამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ჰიალურონის RX ფორმულა დააპატენტა, რითაც შექმნა ბრენდი „რექსალაინი“ და კანის დაბერების შეჩერებაზე ოცნება რეალობად აქცია.

დღეს „რექსალაინის“ ინოვაციური პროდუქცია იწარმოება მხოლოდ საფრანგეთში და მუდმივად იტესტება ცნობილი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მკაცრი სტანდარტებით. რექსალაინის პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არის ვეგანური, არაკომედოგენური და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

„რექსალაინი“ დაჯილდოებულია ისეთი ცნობილი პრიალა გამოცემების მიერ, როგორებიცაა Allure, Cosmopolitan, Glamour, მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო The Beauty Awards. საერთაშორისო ბაზარზე ბრენდს შეხვდებით ცნობილ სავაჭრო ქსელებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში კი ბრენდის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, თბილისსა და რეგიონებში, და ონლაინ საიტზე www.rexaline.ge

მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, რომრექსალაინისაქართველოშია და წარმოდგენილია ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში. არაერთი კლინიკური კვლევის საფუძველზე, „რექსალაინსაქვს წოდება პირველი ანტიასაკობრივ ინდუსტიაში, ჰიალურონის მჟავის ექსპერტი. ინოვაციური პროდუქცია იწარმოება მხოლოდ საფრანგეთში და მუდმივად იტესტება ცნობილი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მკაცრი სტანდარტებით. სრულიად აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს. ეს არის ბრენდი, რომელსაც არაერთი ვარსკვლავი იყენებს, აქვს უამრავი ჯილდო და აღიარება. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ისევე შეიყვარებენ ბრენდს, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში“, - კომენტარი გააკეთა ფარმსახლის დამფუძნებელმა, ლიკა ლობჟანიძემ.

Rexaline-მა მსოფლიო აღიარება Hydra-Shock (ჰიდრა შოკის) ხაზის განსაკუთრებული შედეგების წყალობით მოიპოვა. მისი ბესთსელერი პროდუქტი ჰიდრა შოკის ნიღაბია. ნიღბის დატანიდან ზუსტად 15 წუთში კანი იძენს ბუნებრივ მბზინვარებას, კომფორტის შეგრძნებას და ლიფტინგის ეფექტს, რადგან აღწევს კანის ღრმა შრეებში და 138%-ით ატენიანებს კანს. აქვს ბუნებრივი ბოტოქსის ეფექტი. ჰიდრა შოკის პროდუქცია წარმოდგენილია კანის სახის მოვლის სრული რუტინით.

მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი სახის მოვლის პროდუქცია რექსალაინის Line Killer-ის ხაზშია წარმოდგენილი. სახელწოდება პირდაპირ გვეუბნება, რომ ის ეფექტურად „კლავს ნაოჭებს“. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ Line Killer-ის სახის კრემი 55%-ით ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. შედეგი მისი გამოყენებიდან 28 დღეში საგრძნობლად შესამჩნევია. ლაინ კილერის შრატების გამოყენება შესაძლებელია 25 წლიდან.

Rexaline Crystal Bright-ის უნიკალური სახის მოვლის პროდუქცია კრისტალურად აბწყინებს და ანათებს კანს, განკუთვნილია სპეციალურად ჩამქრალი და ლაქებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ძალიან აქტუალური ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში.

„რექსალაინის“ Derma Repair-ს პროდუქცია შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის, რომლის შემადგენლობაში შემავალი ჰიალურონის მჟავის ორმაგი RX კომპლექსი და 4D ბიო-ამინომჟავები მომენტალურად, სულ რაღაც 1 წუთში 90%-ით ამცირებენ კანის გაღიზიანებას. Derma Repair-ის სახის მოვლის პროდუქცია ასევე გამოიყენება აკნეს შემდგომი მკურნალობის დროსაც, როგორც აღმდგენი და დამამშვიდებელი საშუალება.

ფრანგული ლუქს ბრენდი ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს ბრენდში მისი კანის სტრუქტურის შესაბამისი პროდუქტები, შეადგინოს ინდივიდუალური სახის მოვლის რუტინა და შეინარჩუნოს ბუნებრივი ახალგზარდობა დიდხანს.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა