გიორგი გველესიანი - ქართველი ხალხის სიხარული არასდროს დაგვავიწყდება, ეს საამაყოა, არ ველოდით ასეთ ანშლაგს და  ვართ ძალიან ბედნიერები - ეს კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას

არასდროს მინახავს ამდენი ხალხი ასე ერთობლივად რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი და ასეთი კეთილი და ბედნიერი, ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გველესიანის თქმით, გულშემატკივრების დახვედრა ძალიან ემოციური იყო და ეს ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს, რომ უფრო წარმატებულები იყვნენ.

„ჩვენთვის იყო დაუვიწყარი ემოციები, იყო ენითაღუწერელი სიხარული ქართველი ხალხისა, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება ჩვენ და ეს არის საამაყო. არ ველოდებოდით მსგავს ანშლაგს, მსგავს დახვედრას და ვართ ძალიან ბედნიერები. ეს კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას, რომ უფრო და უფრო მეტი წარმატებებისთვის ვიყოთ მზად.

ძალიან ამაყები ვიყავით. ჩვენ ყველას სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი რამ გვიხილავს, მაგრამ როცა ამას საკუთარ ერში, საკუთარ ქვეყანაში ხედავ, განიცდი, გრძნობ, ფასდაუდებელია და ამას ვერაფერი შეედრება. არასდროს მინახავს ამდენი ხალხი, ასე ერთობლივად რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ასეთი კეთილი და ბედნიერი. ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს. ვტკბებით ამ ემოციებით“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

გიორგი გველესიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პორტუგალიასთან მატჩის დროს კრიშტიანუ რონალუდსთან თამაშიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მის წინააღმდეგ უკვე მეორე მატჩში ითამაშა და კრიშტიანო რონალდუმ გოლის გატანა ვერცერთხელ ვერ მოახერხა.

„ჩემთვის რონალდუსთან შეხვედრა მეორეჯერ შედგა, ირანის „პერსეპოლისთან“ ერთად მქონდა ბედნიერება, რომ მასთან უკვე მეთამაშა და მან გოლი ვერ გაიტანა ჩემს წინააღმდეგ. ეს ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი ფაქტია იმიტომ, რომ ბევრი მცველი ვერ დაიკვეხნის მსგავს რამეს, რომ მის წინააღმდეგ ორი თამაში ეთამაშა და ვერცერთში მას გოლი ვერ გაეტანა“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გველესიანის განცხადებით, ირანულ კლუბ „პერსეპოლისთან“ კონტრაქტის ვადა დაუმთავრდა, ხოლო გაახანგრძლივებს თუ არა, შემდეგ კვირების განმავლობაში გადაწყვეტს.

„მაქვს მთელი რიგი განხილვები რამდენიმე აგენტთან. არის რაღაც ვარიანტები. სეზონის ამ ეტაპზე ფეხბურთელი ისვენებს და განიხილავს მომავლის გეგმებს. მომავალი ორი სამი კვირის განმავლობაში ჩამოვყალიბდები, კარგად ავწონ-დავწონი, განვიხილავ რა შემოთავაზება იქნება და ოჯახთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით საქართველოში ვარ, ჩემს ოჯახთან ერთად. ირანში კონტრაქტი დამიმთავრდა. ახალ კონტრაქტზე მიდის საუბარი, მაგრამ არ ვიცი გავახანგრძლივებ თუ არა“, - განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა