სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სემეკის ინფორმაციით, 1-ელ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა.

მათივე ცნობით, გარდამავალ მოდელში შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის 1-ელ ივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი.

ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარდამავალი მოდელის ფუნქციონირება 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. 2025 წლის 1-ელი ივლისიდან დაგეგმილია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და საათობრივი დაბალანსების ამოქმედება.

„ბაზრის გარდამავალ მოდელში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილეობა ეზღუდებათ. ბირჟაზე მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალო მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის საწყის ეტაპზე შესაძლოა არსებობდეს გარკვეული რისკები და მოლოდინები, მათ შორის ის რისკებიც, რასაც ასახელებდნენ ბაზრის მონაწილეები სამიზნე მოდელთან მიმართებაში, ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი საბაზრო მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, ხარჯების ამსახველ ფასწარმოქმნას და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.

ხსენებული რისკების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამიზნე მოდელის დანერგვამდე აემოქმედებინა გარდამავალი მოდელი, რომელშიც ბაზრის მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნებოდა ორგანიზებულ სეგმენტზე ვაჭრობა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია მონაწილეების, ასევე ჯამური საათობრივი მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. ამ ეტაპისათვის ბირჟაზე რეგისტრირებულია 6 მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი აკვირდება მიმდინარე პროცესებს. სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ, ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის.

ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად ასცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა