ირმა კოდუა - M&I ფორუმი ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის

m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილე და Grata DMC-ის დამფუძნებელი ირმა კოდუა ფორუმის თბილისში ჩატარებას საქმიანი ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებად აფასებს.

მისი თქმით, „ეს ღონისძიება ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის“.

„M&I ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ინდუსტრიის სფეროში. ეს ღონისძიება ნამდვილად სანატრელი იყო ქართული MICE ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ჩამოვიდა 100-მდე მყიდველი რომელიც დაინტერესებულია საქართველოთი და მიაჩნია რომ ეს მიმართულება ჯერ კიდევ შეუფასებელია, ძალიან საინტერესოა მათთვის, რომ აღმოაჩინონ საქართველო და ამ ქვეყნის შესაძლებლობები. მონაწილეები აღფრთოვანებულნი არიან იმ სასტუმროების ხარისხით და სიმრავლით რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. ევროპელი მყიდველებისთვის საქართველო აღმოჩნდა საკმაოდ პოზიტიური მიმართულება, აღნიშნავენ რომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი საქმიანი ტურიზმის მოზიდვის მიმართულებით“, - განაცხადა ირმა კოდუამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, m&i Tbilisi-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

„m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრა გამართა პოტენციურ დამკვეთებთან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის