ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა - დაზიანებულია კერძო სახლები, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები

ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 27 დრონი გაუშვეს.

მისივე თქმით, დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 4 საცხოვრებელი ბინა, 14 კერძო სახლი, 5 ავტომობილი, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები და ელექტრომომარაგების ხაზი დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა