გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე

ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს ქვეყნის იზოლაციაში მოხვედრასა და მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნების „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ კატასტროფისა, რომელიც მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

„აქ მარტო წვრთნებზე არ არის საუბარი, წვრთნები იმ პროცესის ნაწილია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ასევე გვჭირდება ალიანსი თავისუფალ სამყაროსთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან და ნატო-ში გაწევრიანება, რათა დაცული ვიყოთ რუსული საფრთხისგან.

ამ რეჟიმის ნაბიჯები ამის საპირისპიროა, იზოლაციაში გვახვედრებს და მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. ომისა და საფრთხის მთავარი პარტია არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც დაპირისპირებულია საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან, რითაც საქართველოს უზარმაზარი საფრთხე ექმნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა