უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და პოლონეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებას პოლონეთის მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა ხელი.

შეთანხმების დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდასაც შეხვდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა