რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ქვესადგურსა და ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი იუწყება.

„წუხელ, საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ძალებმა ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა აღკვეთეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ფროლოვოს ქვესადგურსა და ქალაქ კალაჩ-ნა-დონუში მდებარე ნავთობის საცავში“ - აცხადებს გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს და თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის