უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდება

უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე, დაახლოებით, 500 ტონა ლურჯი მოცვი გავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, პროდუქციის ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე უკვე ტრანსპორტირებულია. პროგრამა ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის თანამშრომლობის მიერ.

„ლურჯი მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და კომპანია Wonderland Farms შორის გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის წევრი კომპანიები განახორციელებენ პროდუქციის მიწოდებას სხვადასხვა ქსელებისათვის ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთში ბაზრებზე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველების იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას. 2022 – 23 წლებში სააგენტო თანამშრომლობდა ადგილობრივ აგროსექტორთან, 2024 წლიდან კი მისი სამიზნე სექტორებია: საფეიქრო ინდუსტრია, (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტყავის პროდუქტები, აქსესუარები და სამკაული), შესაფუთი მასალები, სათამაშოები, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია.

პროგრამაში მონაწილე კომპანიები პროგრამის ფარგლებში შეძლებენ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორის მარკეტინგული მხარდაჭერით (ბაზრის კვლევა, მომხმარებელთა და კონკურენტების ანალიზი, ბაზარზე შეღწევის სტრატეგია, საერთაშორისო შემსყიდველების იდენტიფიცირება), რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გაყიდვებს და სწორ პოზიციონირებას. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდებათ „ვორკშოპები“, თუ როგორ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე, როგორ დაუკავშირდნენ შემსყიდველებს და გაზარდონ გაყიდვები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2015-2024 წლებში 2864 ჰა-ზე ლურჯი მოცვი გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 50,4 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 1 მაისიდან 7 ივლისის ჩათვლით განხორციელდა 4.3 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 25.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.7 ათასი ტონით (68%-ით), ხოლო ღირებულება - 9.9 მლნ აშშ დოლარით (63%-ით) გაიზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა