შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - რა ბენეფიტებს გთავაზობთ Webster University Goergia

თუ გსურთ უნივერსიტეტისგან უნიკალური შესაძლებლობები მიიღოთ, მაშინ თქვენ სწავლა Webster University Goergia-ში უნდა დაიწყოთ. ეს გახლავთ წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსი თბილისში, რომელიც 2 წლის წინ გაიხსნა და ამჟამად ახალი, 2024-2025 სასწავლო წლისთვის ემზადება.

შესაძლებლობები, რომლებსაც Webster University Goergia გთავაზობთ ასე გამოიყურება:

  • „ვებსტერსაქართველო“ სტუდენტებსარამხოლოდუმაღლესამერიკულგანათლებასადაამერიკულდიპლომსსთავაზობს, არამედსწავლასუნივერსიტეტის 50-მდეკამპუსიდანნებისმიერში ამერიკასა და ევროპაში;
  • სტუდენტებს საშუალება აქვთ ერთი ან ორი სემესტრი უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსში ისწავლონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ასევე შესაძლებელია, რომ სტუდენტებმა სხვა კამპუსებში გაიარონ ის მაინორ პროგრამა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება;
  • Webster University Georgia-ს თითოეული პროგრამა აკრედიტებულია როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. პროგრამებს აქვთ HLC (higher learning commission-ის) აკრედიტაცია. Webster University 1925 წლიდან ინარჩუნებს ინსტიტუციურ აკრედიტაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ეს ნიშნავს, რომ Webster University Georgia-ს სტუდენტები მიიღებენ იმავე ხარისხს, რასაც მიიღებდნენ აშშ-ში. ბიზნესის მიმართულების პროგრამები დამატებით აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ის მიერ. აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში საქართველოს ჩათვლით.
  • საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$ ლარია, ხოლო ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა - 16 080$, ავსტრიაში - 22 254$, აშშ - 29 680$, შვეიცარიაში კი 36 020$;
  • უნივერსიტეტი აბიტურიენტებს პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 1 400$ ოდენობის გრანტს სთავაზობს. გრანტის მიღება უნივერსიტეტის ყველა საბაკალავრო პროგრამაზეა შესაძლებელი. ეს ეხება პირველ სასწავლო წელს, თუმცა მაღალი GPA-ს ქონის შემთხვევაში, სტუდენტებს გრანტის შემდგომ აკადემიურ წლებში შენარჩუნების შესაძლებლობაც აქვთ;
  • პარალელურად, Webster University Georgia-ს სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტიც მოქმედებს. სწავლის ღირებულებას გამოაკლდება როგორც თავად უნივერსიტეტის შიდა გრანტი, ისე სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შესაბამისი თანხის ოდენობაც.

Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

ვებსტერი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ. მათ შორისაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

(R)

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო