პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს, თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას.

დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა.

დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მალხაზ პარკაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე