„საქართველოს ბანკის“ იდეათეკების შემდეგ განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით უკვე extra.ge-ზე და სულაკაურის მაღაზიებშია

„ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” - „საქართველოს ბანკმა“ იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანია 10 დღის წინ დაიწყო.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, კამპანია წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.

„ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა… ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, კამპანიისთვის სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები მომზადდა და ათივე წიგნში განთავსდა. გამორჩეული დიზაინის მქონე სანიშნები ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელადაც იქცა.

განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის 21 იდეათეკაში. ასევე, მათი შეძენა შესაძლებელია extra.ge- და და სულაკაურის გამომცემლობაში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე).

„ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ იდეათეკის ახალი კამპანია –„ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” სულ ახლახანს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები და სანიშნები შეიქმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. „საქართველოს ბანკის“ იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ“,- აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა