Webster University Georgia-ს რექტორი და ვიცე-რექტორი აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

10 ივლისს Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი და ვიცე-რექტორი ემიჰ ჰაჯიევი საქართველოში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანსა და საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი ალექსანდრე ნ. დენიელსს შეხვდნენ.

შეხვედრა Webster University Georgia-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას ეხებოდა.

„ჩვენი მუდმივი თანამშრომლობა ამ ორ ინსტიტუციას შორის ღრმა ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ჩვენი ურთიერთობის საფუძველი კი ორმხრივი დახმარება და მხარდაჭერაა. შეხვედრის ფარგლებში, ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სურს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც სამომავლოდ ახალი ინიციატივების საწინდარია,“ - აცხადებენ Webster University Georgia-ში.

Webster University Georgia საქართველოში 2 წლის წინ 2-წლიანი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად გაიხსნა. აღნიშნული შეხვედრა კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და Webster University Georgia-ს შორის მყარი ურთიერთანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.

Webster ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის