გედევან ფოფხაძე - კიდევ ძალიან ლოიალურები ვართ „ოცნების“ მიმართ, თუ მანამდე ეს იყო ცუდი ხელისუფლება, 2022 წლის 24 თებერვლის მერე იქცა მოღალატედ - მნიშვნელობა არ აქვს თავად რას ამბობენ, როცა ქვეყანას ღალატობ, არასდროს აღიარებ

თუ მანამდე ეს იყო ცუდი ხელისუფლება, 2022 წლის 24 თებერვლის მერე იქცა მოღალატედ, - ეს განცხადება პარტია „ახალის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ნინო წილოსანსა და ნათია ლეთოდიანს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ფონზე საზოგადოება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ „კიდევ ლოიალურია“.

გედევან ფოფხაძის თქმით, ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ღიად დაიჭირა რუსული მხარე და გადაწყვიტა, რუსული ორბიტის ნაწილი გამხდარიყო.

„ის, რომ დასავლეთში პოლიტიკოსებს საჯარო შეურაცხყოფების მოსმენა უხდებათ, ეს ბუნებრივია, რადგან მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ქვეყანაზე. შენ მე ევროპული არჩევანის უფლება წამართვა და მე არაფერი გითხრა საწყენი, ეგრე არ ხდება. მე მიმაჩნია, რომ კიდევ ძალიან ლოიალურები ვართ ამათ მიმართ, რადგან 2022 წლის 24 თებერვლის მერე მოცემულობა ძალიან შეცვლილია - თუ მანამდე ეს იყო ცუდი ხელისუფლება, 24 თებერვლის მერე იქცა მოღალატედ, კოლაბორაციონისტულ ძალად. უკრაინაში ომის დაწყების მერე რუსეთი კიდევ უფრო მეტად გახდა მტერი, გლობალური თვალსაზრისით. ცალსახაა, რომ თუ რუსეთი არ დამარცხდება, მე ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებ და საერთოდ პერსპექტივა აღარ მაქვს, როგორც სახელმწიფოს. მოკავშირე მყავს ამერიკა და ევროპა, სხვა მოკავშირე არ მყავს, ამათმა კი (ხელისუფლების წევრებმა) ამ ვითარებაში გადაწყვიტეს პრორუსული ორბიტის ნაწილი გახდნენ. როგორ გინდათ, რომ ამაზე ჩვენ პასუხი არ მოვთხოვოთ? ამას ვერც ერთ მოქალაქეს ვერ ვეტყვი, აქეთ უნდა მომთხოვონ მოქალაქეებმა - რატომ ხარ ჩუმად, რატომ არ ხარ უფრო აგრესიულიო. ჩვენ გვაქვს შანსი და იმედი, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლებას შევცვლით და მინდა, ეს გამოვიყენოთ, თორემ ამათმა ყველაფერს გადააბიჯეს, არ დატოვეს წითელი ხაზი. არ მაინტერესებს, თავად რას იძახიან. როცა ქვეყანას ღალატობ, არასდროს აღიარებ, რომ ღალატობ, ამიტომ, რას ამბობენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ , - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ