მიხაილ გალუზინი - სომხეთში ევროკავშირის მისია, შესაძლოა, რუსული ობიექტების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდეს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი რეგიონში რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესების საზიანოდ ფეხის მოკიდებას ცდილობს.

„ჩვენ უარყოფითად ვაფასებთ ევროკავშირის მისიის საქმიანობას სომხეთში, რაც არაერთხელ გვითქვამს. ევროკავშირის ამოცანა აშკარაა - ის ცდილობს ფეხის მოკიდებას რეგიონში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტრადიციული პარტნიორებისა და მეზობლების - რუსეთის, ირანის, თურქეთის - ინტერესებს საზიანოდ“, -აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასავლელები რუსეთის ობიექტებთან დაკავშირებით სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ.

„ისინი თავიანთ მოხსენებებს პირდაპირ ბრიუსელში აგზავნიან და სომხურ მხარესაც კი არ უზიარებენ. არსებობს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ დასავლელები აგროვებენ სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის, ისევე როგორც სომხეთის მეზობელი ყველა სახელმწიფოს ობიექტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა