ირაკლი ზარქუა - აშშ, როგორც „დემოკრატიის შუქურა“, ჩაფლავდა

სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პერიოდში აშშ, როგორც „დემოკრატიის შუქურა“, ჩაფლავდა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ამ დროს აშშ-ის ხელისუფლება გამოდის და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, "მორალს უკითხავს, როგორ დაიცვას ადამიანის უფლებები, როგორ უნდა ჰქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შეამციროს პოლარიზაცია".

ზარქუას განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-ისგან კრიტიკას ვერ მიიღებს.

„პირდაპირ ვიტყვი, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტზე თავდასხმა ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან, თავის ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს როგორ ესხმის თავს. ჯერ ევროპაში ვნახეთ ფიცო, შემდეგ გახსოვთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარის წერილი და მუქარა, ახლა უკვე დაგვირგვინებაა პრეზიდენტობის კანდიდატზე ტყვიის გასროლა. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ და სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითი იყო. ე. ი. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ უნდა მქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას რომ წამიკითხავს, ამას ვერ მივიღებ. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პერიოდში აშშ, როგორც „დემოკრატიის შუქურა“, ჩაფლავდა. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ. ჩვენთვის, ყველასთვის მაგალითის მომცემი იყავით. რას დაამსგავსეთ ქვეყანა? წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან“, - განაცხადა ზარქუამ.

მან დონალდ ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა. ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ "დონალდ ტრამპი აშშ-ს სწორ რელსებზე დააბრუნებს".

"აქცენტირება იქნება იმაზე, რომ მსოფლიო გახდეს სამართლიანი და განვითარების მოდელით წავიდეს წინ და არა ისე, ვის, როგორ აწყობს, შენ ვასალად გთვლიან და ა.შ. მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, ხოლო აშშ-ს წინასაარჩევნო გარემოს დამშვიდებას და ობიექტურ საარჩევნო გარემოს “, – განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა