ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება.

დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის ავტორობით შესაბამისი შინაარსის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

უწყების განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო იქნება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.

პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.

კანონპროექტი გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებსაც განსაზღვრავს. პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულის: − 75 წლით; მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით; ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით; არასრულწლოვანი მსჯავრდებულის: - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით; დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით.

პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში