ევროკომისია უნგრეთის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის

ევროკომისია უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრებზე კომისრებს არ გაგზავნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერი, ერიკ მამერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების ფონზე, პრეზიდენტმა (ურსულა ფონ დერ ლაიენმა) გადაწყვიტა, რომ ევროკომისია უმაღლესი საჯარო მოხელეების დონეზე მხოლოდ საბჭოს არაფორმალურ შეხვედრებზე იქნება წარმოდგენილი“- აცხადებს ერიკ მამერი.

მისივე თქმით, ასევე გაუქმდა ევროკომისიის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.

ევროკომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში კიევში, რუსეთსა და პეკინში ვიზიტები, რამაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა