ჯო ბაიდენი ჯეი დი ვანსზე - დონალდ ტრამპის კლონი - ვერ ვხედავ განსხვავებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის კლონი უწოდა.

”ტრამპის კლონი ამ საკითხებზე. ვერ ვხედავ განსხვავებას“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ნევადაში გაფრენამდე.

მოგვიანებით, მან NBC-თან ინტერვიუს დროს ამ თემაზე უფრო ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ჯეი დი ვანსს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც ტრამპს, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს, კლიმატის ცვლილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. „მან ხელი მოაწერა ტრამპის დღის წესრიგს“, - დასძინა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვანსი აირჩია.

ჯეი დი ვანსი არის 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2023 წლიდან უკავია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის