გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინას რუსეთის თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული კიევის “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენა შულცმა განაცხადა.

„ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, მოხმარდება საავადმყოფოს სწრაფად აღდგენას და შენობის ზამთარში გამოსაყენებლად მომზადებას. საუბარია, საავადმყოფოს ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, ასევე ელექტროენერგიისა და სითბოს უზრუნველყოფაზე.

შულცის თქმით, ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევა აჩვენებს „როგორ დაუნდობლად და არაადამიანურად აწარმოებს რუსეთი ამ აგრესიულ ომს“ და რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის