საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტო დაზღვევის საჭიროებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ავტო დაზღვევა არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი ქონების მესაკუთრის ფინანსურ დაცვას, ის ზიანის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტომობილის შეკეთებას, ხოლო სრული განადგურებისას ჩანაცვლებას, - ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის უფროსმა სადაზღვევო მენეჯერმა, ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა.

ჯინჭარაძის განცხადებას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯინჭარაძის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ავტომობილები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ავტო დაზღვევის პრიორიტეტების შესახებ ცოდნა მნიშვნელოვანია.

„საბაზისო ფინანსური დაცვა - ავტო დაზღვევის ძირითადი დანიშნულებაა დამზღვევის ფინანსური დაცვა. მცირე ოდენობის სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის სანაცვლოდ ის უდანაკარგოდ აღადგენს დაზღვეულ ავტომობილს დაზიანების ან ავარიისას, ან ანაცვლებს ღირებული ანალოგით სრული ზიანისას (განადგურება).

თუმცა მხოლოდ ავტო დაზღვევით სარგებლობა ფინანსური დაცვის ნახევარი სიკეთით სარგებლობის ტოლფასია, აქვე „მკაცრად რეკომენდებულია“ ქვემომოყვანილი დაზღვევების შეძენა.

მესამე პირის დაზღვევა - ავტომფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სავალდებულოა. მალე, საქართველოც ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდება, თუმცა მანამდე ჯობს თქვენი სურვილით შეიძინოთ და ამ ტიპის განსაცდელსაც მომზადებული დახვდეთ. არცთუ იშვიათად სხვაზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად ამეტებს თქვენივე ავტომობილის შეკეთების ხარჯებს.

სამედიცინო ხარჯების დაფარვა - მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფს მგზავრების ჯანმრთელობის ხარჯების ანაზღაურებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

ეს სამი ტიპის დაზღვევა კომპლექსურად ამოწურავს ყველა ფინანსურ საზრუნავს ავარიის დროს.

მშვიდი ცხოვრება - დაზღვევის მრავალწლიანმა ისტორიამ და დაკვირვებამ ცხადყო, რომ დაზღვეული ადამიანი, როგორც წინდახედულობის საუკეთესო ნიმუში, არამარტო მშვიდად გრძნობს თავს შესაძლო მოულოდნელობებისგან, არამედ როგორც პასუხისმგებლობიანი პიროვნება მეტად იცავს წესებს და უფრთხილდება როგორც თავის ასე სხვის ქონებას. დაზღვევა როგორც ინსტრუმენტი, საშუალებას გვაძლევს მივესწრაფოთ დაცული და ჰარმონიული სამყაროსკენ.

მხოლოდ წინდახედული ადამიანი ირჩევს იმ თარგზე შეკერილ დაზღვევას, რომელიც აუცილებელია და საკმარისი მისი ცხოვრების პარამეტრებიდან გამომდინარე, თუმცა რელევანტური დაზღვევის გარეშე რომ ცხოვრება დაუშვებელია დიდი ხანია პრაქტიკამ და ცივილური სამყაროს გამოცდილებამ დაადასტურა. ამიტომ, მოაქციეთ თქვენი მომავალი საიმედო ხელში“,- განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის