„დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია

კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, „დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია, - ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას.

„ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედია საშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან. Microsoft-ი აცხადებს, რომ შესაბამის ზომებს ატარებენ, თუმცა მასობრივი შეფერხების მიზეზი დადასტურებული არ არის.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა