„როსენერგოატომი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსული კომპანია „როსენერგოატომის“ ინფორმაციით, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადგურზე 19 ივლისს ავარია მოხდა, რამაც რადიაციული იზოტოპების გამოყოფა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ძვირფასო აბონენტებო! ინტერნეტში ვრცელდება „ფეიკი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ. ფრთხილად იყავით!" - ნათქვამია შეტყობინებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და რადიაციული ფონი ბუნებრივ დონეზეა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა