ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა - პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დღეს ახლად დანიშნულ რექტორს შეხვდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად პროფესორი გიორგი ხუბუა დაინიშნა. ახლად დანიშნულ რექტორს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.

მათივე განმარტებით, პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

"იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.

საქველმოქმედო მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარებაში ფილანტროპიის სახით ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან) და მისი საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ