ქუთაისში საჯარო ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენა - „ქალაქები მოძრაობენ“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოჰანის შემოქმედებითმა დასმა წარადგინა.

„ექსპერიმენტული ტიპის, თანამედროვე ქორეოგრაფიული პროექტი ქუთაისის საზოგადოებრივი სივრცისთვის საგანგებოდ შეიქმნა და ქალაქის ურბანული მრავალფეროვანი შრეებისა და შინაარსების თემას ეხება.

ქორეოგრაფიული ნამუშევარი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორია მისი რაიონული განლაგება და თუ დარჩა მასში რაიმე ადგილი ჩვენთვის ბეტონსა და მეტალს მიღმა, სად ხდება ქალაქისა და ინდივიდუალური ადამიანების ურთიერთგადაკვეთა, რა ცვლილებები განიცადა ურბანულმა ქსოვილმა წლების განმავლობაში.

წარმოდგენა „ქალაქები მოძრაობენ“ შემოქმედებითი გუნდის, ურბანულ კონტექსტთან ინტენსიური მუშაობისა და კვლევის შედეგად შეიქმნა. თანამედროვე ცეკვის წარმოდგენა გაიმართა სამ ლოკაციაზე: მწვანე ბაზარში, სიყვარულის პარკში, მდინარე რიონის ნაპირზე.

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოჰანის შემოქმედებითი გუნდის მოცეკვავეები: ადამ კოჰანი, თანია, ოლჰა ვიდიშევა, ანასტასია რუდი, მიშა ზაქაიძე, თიმ აუდინი, ჯონათან რასელი, საბრინა ბელენზიერი, ივან ბერაზუსკი, ნათია ჩიკვაიძე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა