ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის თაობაზე შეხვედრების ციკლი დაასრულა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, ბოლო გასვლითი შეხვედრა ზუგდიდში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე სამეგრელოსა და ზემო სვანეთის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

შეხვედრაში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობდა.

კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული შეხვედრით გასვლითი შეხვედრების ციკლი დაასრულა. შეხვედრებზე, ძირითადად, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებაზე იმსჯელეს, რის შედეგადაც კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

„კომიტეტი და, შესაბამისად, პარლამენტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს მიმართ, თუ რა მიმართულებებით უნდა გაააქტიუროს მუშაობა, რათა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელი უფრო მეტად დახვეწილი იყოს და ზუსტად პასუხობდეს საქართველოს მოქალაქეების და კლინიკების წინაშე მდგარ გამოწვევებს", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში" მხარდაჭერით, გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის