ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აგრესიული საარჩევნო კამპანია აწარმოოს, მაგრამ ვერანაირი პროპაგანდა ვერ უშველის, მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ მოიმატებს

ვერანაირი პროპაგანდა ხელისუფლებას ვერ უშველის, მის ელექტორატს ვერ გაზრდის. მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ მოიმატებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ შეიძლება გააკეთოს ისე, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აგრესიული და შემტევი საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს. ტყუილ-მართალი ყოველთვის არეული იყო ერთმანეთში და ახლაც არეულია. ოღონდ პრობლემა იმაშია, რომ დღეს ხელისუფლებას ვინც ემხრობა, ეს კასტაა. რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ რაიმე შედეგი გამოიღოს და ელექტორალური ბაზა რამდენად გაიზრდება? არა მგონია, რომ ამან შეიძლება უშველოს ხელისუფლებას. დღეს ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ჯერჯერობით, რა რეალობაც გვაქვს, ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობას პროპაგანდა ვერ გაზრდის. შესაძლოა იყო მეორე ვარიანტი, რომ პროპაგანდამ იმუშაოს იმაზე, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი კი მივა არჩევნებზე, მაგრამ ე.წ. ნეიტრალური ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს. ამ მიმართულებით შეიძლება იმუშაოს „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლების ელექტორალური ბაზა გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია სარისკო და ხისტი მოცემულობის წინაშეა და კიდევ უფრო მეტად გამსხვილების მიმართულებით უნდა წავიდეს.

„ეს მოცემულობა ხისტი მოცემულობაა და სარისკო მოცემულობაა ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ დღევანდელი ვითარებით, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, სანამ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, მანდატების 15-20% რჩება გადაუნაწილებელი, რაც პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ ოპოზიცია კიდევ უფრო გამსხვილების მიმართულებით უნდა წავიდეს“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის