ლევან იოსელიანი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლებმა.

სახალხო დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

სამუშაო შეხვედრაზე რელიგიის თავისუფლების ჭრილში განხილულ საკითხთა შორის იყო სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო გაწვევის ახალი სისტემა და რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეების აღმსარებლობის ნიშნით მონაცემთა დამუშავების წესი; რელიგიური, საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, რესტიტუცის, რესტავრაციის, კუთვნილების, სამშენებლო ნებართვების მოპოვების საკითხები; ასევე განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია რელიგიური უმცირესობებისთვის, რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლების არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრეს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის