აირჩიეთ კლინიკების ქსელი Acıbadem: სპეციალიზებული ლუტეციუმ-177-ით მკურნალობასა და შემდგომ თერაპიაში

ლუტეციუმ - 177 რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც კონკრეტულად პროსტატისა და ნეიროენდოკრინული კიბოს დროს გამოიყნება. აღნიშნული მკურნალობის მეთოდი სპეციფიკური ანტისხეულებისა და/ან პეპტიდების მეშვეობით კიბოს უჯრედების წინააღმდეგაა მიმართული. ლუტეციუმ-177 პროსტატის კიბოს სამკურნალოდ PSMA-ს შეიცავს, ხოლო ნეიროენდოკრინული კიბოს შემთხვევაში - DOTA-TATE-ს, რაც უზრუნველყოფს უშუალოდ კიბოს უჯრედებზე ზემოქმედებასა და მათ განადგურებას. მკურნალობა მიემართება ორგანიზმში მეტასტაზირებულ კიბოს ყველა უჯრედს და ამავდროულად ჯანმრთელი ქსოვილების დაზიანების რისკი მინიმალური გახლავთ, ვინაიდან მკურნალობის მიზანიც სწორედ მხოლოდ კიბოს უჯრედოვანი ქსოვილების განადგურება და ჯანმრთელი უჯრედების შენარჩუნებაა.

LU-177 PSMA - ტარგეტირებული მკურნალობა პროსტატის კიბოს შემთხვევაში

ძირითადად ლუტეციუმ - 177 -ის მეთოდით მკურნალობა ინიშნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპის - პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. პროსტატის კიბო რიგით მესამე ადგილზეა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის (კაცებში). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ დაავადების მკურნალობის დადგენილი მეთოდები, ლუტეციუმ-177-ით მკურნალობა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ასეთი მეთოდებით სასურველი შედეგი არ აქვთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ Lu-177 PSMA-ის მეთოდით მკურნალობის დაწყება ყველასათვის იმთავითვე შესაძლებელი არ არის.

იმისათვის რომ Lu-177 PSMA-ის მეთოდით სასურველი შედეგი მივიღოთ აუცილებელია, რომ პროსტატის კიბოთი დაზიანებულ ქსოვილში იყოს PMSA.

სკრინინგი GA-68 PSMA PET/CT-ის გამოყენებით

Gallium-68 (Ga-68) გალიუმის რადიოაქტიური იზოტოპია, რომელიც ბუნებრივად არ არსებობს. დაავადების დიაგნოსტირებისას და ზოგიერთი ტიპის კიბოს მონიტორინგის შემთხვევაში გამოსახულების მაღალი რეზოლუციით მისაღებად მას PET სკანირებისას იყენებენ.

PET სკანირება Ga-68 PSMA-ის მეშვეობით lutetium-177-ის მეთოდით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე პროსტატის კიბოს უჯრედების ზუსტ ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სკანირების შედეგად ექიმები აფასებენ კიბოს მდებარეობას და მისი გავრცელების არეალს, ასევე თუ რამდენად საკმარისია PSMA-ის რაოდენობა დაავადებულ უჯრედებში.

მკურნალობისათვის მზადება

ლუტეციუმ - 177-ით მკურნალობას უზრუნველყოფენ ბირთვული მედიცინის სპეციალისტები, თუმცა ზოგადად მკურნალობის პროცესში ჩართულია ექიმების „მულტიდისციპლინური გუნდი“, რომელიც მოიცავს მათ შორის უროლოგებსა და ონკოლოგებს.

შრატის ბიოქიმია და სრული სისხლის ანალიზი მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე ინიშნება, რომლის შედეგებიც ექიმების გუნდის მიერ ფასდება დაავადებამდე არსებული მდგომარეობის, ჩატარებული მკურნალობისა და პათოლოგიური კვლევების შედეგებთან ერთობლიობაში.

ჩვენი საავადმყოფოს რადიოფარმაცევტიკის დეპარტამენტში მომუშავე გამოცდილი და კვალიფიციური ფარმაცევტები Lu-177 PSMA-ს ინდივიდუალურად ყველა პაციენტისათვის ამზადებენ, ხოლო პაციენტის მიერ უშუალოდ მის მიღებას უზრუნველყოფენ გამოცდილი ბირთვული მედიცინის სპეციალისტები პაციენტის კომფორტისათვის შექმნილ სპეციალურ სამკურნალო ოთახებში, სადაც რადიონუკლიდური მკურნალობისათვის აუცილებელი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა ფუნქციონირებს.

მკურნალობის პროცესი

პაციენტებმა სასურველია რომ პროცედურის დაწყებამდე დიდი ოდენობით წყალი მიიღონ. პაციენტს ადგილზე დახვდება კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი. Lu-177 PSMA ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეიყვანება ვენაში. შრატი ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტი ინიშნება პროცედურის დაწყებამდე ან მის შემდეგ.

მედიკამენტის მიღებისთანავე

წამლის მიღების შემდეგ ერთი საათის და შემდგომ 48 საათის შემდეგ ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში ჩატარდება სხეულის სრული სკანირება, ხოლო პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა ხდება პროცედურის დასრულებიდან 24 საათის შემდეგ.

მკურნალობის შემდგომ საყურადღებო საკითხები

ლუტეციუმ-177 რადიოაქტიური ნივთიერებაა, რომლის ინტრავენური წესით მიღებიდან 12 საათის განმავლობაში მისი დიდი ნაწილი შარდში გამოიყოფა. სწორედ ამიტომ პაციენტებს ერთი დღით ვტოვებთ სპეციალურად ტყვიის მასალით მოპირკეთებულ ოთახებში, სადაც მათი მკურნალობის პროცესს შესაბამისი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.

მკურნალობის შემდგომი შეზღუდვები

რადიაციის გავრცელების პრევენციისათვის პაციენტთან ვიზიტორები არ დაიშვებიან. მკურნალობის შემდეგ 24 საათის მანძილზე კი უნდა შეიზღუდოს პაციენტთან ახლო კონტაქტი. როგორც წესი პაციენტი საავადმყოფოდან გამოწერის შემდგომ ოჯახის და ახლობლებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებთან და ორსულ ქალებთან კონტაქტისგან მომდევნო სამი დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ. ასევე დაიძინეთ ოთახში მარტომ და არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მკურნალობის კურსი და შემდგომი ეტაპები

მკურნალობა 6-8 კვირის ინტერვალით 2-დან 6 მდე პროცედურის სახით ინიშნება. ყოველი შემდგომი პროცედურის ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მკურნალობა თქვენს PSA-ზე, სისხლის უჯრედებზე, თირკმელებზე და ღვიძლზე, რაც მომდევნო სესიის დანიშვნამდე 2 კვირით ადრე მოწმდება, მათ შორის სისხლის ანალიზის, ძვლის სკინტიგრაფიის, GA-68 PSMA და 18F-FDG PET/CT სკანირებების გამოყენებით (საჭიროების შემთხვევაში).

ლუტეციუმ-177-ით სამკურნალოდ კლინიკების ქსელი Acıbadem უნდა აირჩიოთ

კლინიკების ქსელი Acıbadem დაკომპლექტებული გამოცდილი პროფესიონალებითა და პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული მიდგომებით სპეცილიზებულია ლუტეციუმ-177-ითა და სხვა მოწინავე რადიოაქტიური მეთოდებით მკურნალობაში. ჩვენი დაწესებულებები აღჭურვილია რა მსოფლიო დონის უახლესი ტექნოლოგიებით, გთავაზობთ სრულფასოვან მკურნალობას, პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით. ჩვენთან მიიღებთ, როგორც მკურნალობის დაწყებამდე საჭირო, ასევე მკურნალობის შემდგომ აუცილებელ მხარდაჭერას, მათ შორის ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და მხარდამჭერ ჯგუფებს, როგორც პაციენტებისათვის, ასევე მათი ოჯახისათვის. ჩვენი პროფესიონალიზმით, უახლესი ტექნოლოგიებითა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით ეფექტური მკურნალობისათვის ყველა პირობა შექმნილი გვაქვს, ჩვენს ექიმებთან კონსულტაცია კი დაგეხმარებათ თქვენთვის საუკეთესო მეთოდის შესარჩევად. რჩევის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის